თეგი: ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.  მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, დაფიქსირდა წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა.  „მისი დაავადებიდან გამომდინარე, პაციენტს უკეთდება ყველაფერი. ყველა სამკურნალო საშუალება რაც გამოიყენება უკეთდება პაციენტს. მოგეხსენებათ მკურნალობა არის რთული პროცესი და ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზე. ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს. უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად და პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მხოლოდ მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.  მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ასე გაგრძელდა, მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს. „ჩვენ წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ კოვიდინფექცია, რომელიც ახლა მას აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე სტაბილური რჩება ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები. ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე, დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს. მაგრამ მე მინდა განვაცხადო, ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ, ის, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა", - განაცხადა ჩხაიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს - ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს. აღნიშნა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან. განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი „რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს პაციენტის გადმოცემით ვიცით. როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ. საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმებმა. როგორც მორიგე პერსონალი გადმოსცემს, გონების კარგვა არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით გონების კარგვა იყო. ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი „ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენი მკურნალობის სქემა აღიარებულია

ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი აღიარებულია, - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ თქვა, რადგან პირველ რიგში, ეს კლინიკის პრესტიჟია. ეს არის ის, რომ აღიარებული და ობიექტურად იქნა შეფასებული ის, რასაც აკეთებს კლინიკა. ჩვენთვის მთავარი ეს არის. ფაქტია, რომ ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი იქნა აღიარებული, გათვალისწინებული და ჩაითვალა, რომ სააკაშვილს უტარდება ადეკვატური მკურნალობა კლინიკის პირობებში“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „მიუხედავად, ჩვენი მისამართით გაჟღერებული ბევრი არასამართლიანი კრიტიკისა, თუ თავდასხმებისა. ეს დღეები ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თვითონაც ბევრად უფრო აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია. რაც შეეხება კვების საკითხს, პირველივე დღიდან კვების პრობლემა იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისევ და ისევ გრძელდება. ის დიეტა, რომელზეც პაციენტი იმყოფება კვლავ აგრძელებს, მაგრამ ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, თუნდაც გასაუმჯობესებლად აუცილებელია. ამდენად, მისი მაჩვენებლებიც შენარჩუნებულია, როგორც სტაბილური. კვება სამკურნალო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და სწორედ, ამიტომ ვისურვებდით, რომ კვების კუთხითაც უფრო მეტად ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინოს”, - განაცხადა ჩხაიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია - ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. „შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად, მხოლოდ ჩვენი კლინიკის გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას შეესაბამება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კლინიკის ყველა დიაგნოზი დადასტურებულია. შესაბამისად, ამ მკურნალობის შედეგია, რომ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, მოძრაობითაც უფრო აქტიურად მოძრაობს, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. კვება, რა თქმა უნდა, რჩება პრობლემად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მკურნალობის პროცესის. სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა კვების ნაწილი რაოდენობრივად გაუმჯობესებულია. გარკვეულწილად ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს, სამკურნალო პროცედურებსაც, თუმცა არის რაღაც მომენტები, როცა მთლად ურთიერთთანხმობა არ გვაქვს ამ ნაწილში“, – აცხადებს ჩხაიძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.